მოსკოვის ოლქში აფეთქების ხმა ისმოდა - რუსეთის უწყებები ამბობენ, რომ აფეთქების ნიშნები ვერ ნახეს

გამოქვეყნდა:

2 მარტს ღამით რუსეთში, მოსკოვის ოლქის ქალაქ კოლომნაში აფეთქებების ხმა ისმოდა. ქალაქი დედაქალაქთან 100 კილომეტრში მდებარეობს. ადგილობრივი მცხოვრებლები აქვეყნებდნენ ვიდეოებს, ერთ-ერთი ავტორი წერდა, რომ აფეთქება ნაგავსაყრელზე მოხდა. ისინი წერდნენ, რომ აფეთქებამდე გაიგეს სტვენის ხმა.

მოგვიანებით, რუსულმა სახელმწიფო მედიამ დაწერა, რომ სპეციალისტებმა კოლომნაში რამდენიმე ობიექტი შეამოწმეს და აფეთქების ნიშნები და ადგილი ვერ აღმოაჩინეს.

ზოგიერთმა წყარომ "ბაზას" განუცხადა, რომ სპეციალისტებმა დაათვალიერეს ტერიტორია კოლომნადან ვოსკრესენსკამდე, მაგრამ საეჭვო ვერაფერი აღმოაჩინეს.

Mash-ის წყაროების თანახმად, აფეთქება შეიძლება იყოს MIG-ის თვითმფრინავების ხმა ქალაქის თავზე გადაფრენის დროს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი