
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ლატვიის პრეზიდენტთან ერთად ქალაქ ლვოვში ჩავიდა. ორი ქვეყნის ლიდერმა პატივი მიაგო რუსეთ-უკრაინის ომის დროს დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცების ხსოვნას.
ზელენსკი, ასევე, ეწვია ერთ-ერთ საავადმყოფოს, სადაც დაჭრილი უკრაინელი ჯარისკაცები მკურნალობენ. ისინი ბახმუტის მიმართულებით იბრძოდნენ. ზელენსკიმ სამხედროებს მალე გამოჯანმრთელება უსურვა.
"მადლობას გიხდით სამსახურისთვის, ჩვენი სამშობლოს გმირული თავდაცვისთვის. გისურვებთ სწრაფ გამოჯანმრთელებას", - განაცხადა მან.