მერკელის გადაწყვეტილებებმა გახადა შესაძლებელი რუსეთის შეჭრა უკრაინაში - ბუნდესტაგის დეპუტატი

გამოქვეყნდა:

ანგელა მერკელმა, როგორც გერმანიის კანცლერმა, მიიღო მთელი რიგი გადაწყვეტილებები, რამაც შესაძლებელი გახადა რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში - აცხადებს ბუნდესტაგის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მარი-აგნეს სტრაკ-ციმერმანი გერმანულ მედიასთან ინტერვიუში. 

ციმერმანი პირველ დიდ შეცდომად მიიჩნევს გერმანიის უარს უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე. 

მისი თქმით, 2008 წელს ნატოს წევრი ბევრი ქვეყანა ემხრობოდა უკრაინის ალიანსში რაც შეიძლება მალე მიღებას, მაგრამ გერმანია და საფრანგეთი ამას რუსეთის პოზიციის გამო ეწინააღმდეგებოდნენ. 

„ეს დიდი შეცდომა იყო იმ დროს ფრანგებისა და ანგელა მერკელის მხრიდან“, - მიიჩნევს გერმანელი დეპუტატი.

მისივე თქმით, ახლა გერმანიას მოუწევს გადახედოს ანგელა მერკელის მმართველობის პერიოდს და „განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე წელს, რომელიც სავსეა არასწორი გათვლებით“.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი