აშშ-მა რუსეთის 6 მოქალაქეს კარა-მურზას საქმესთან დაკავშირებით, სანქციები დაუწესა

გამოქვეყნდა:

ამერიკის ხმის ინფორმაციით, აშშ-მა რუსეთის 6 მოქალაქეს სანქციები დაუწესა. სანქცირებული პირები რუსეთის ოპოზიციური ლიდერის, ვლადიმირ კარა-მურზას დაპატიმრებაში, სამართლებრივ დევნასა და მისდამი არასათანადო მოპყრობაში მონაწილეობდნენ. 

რუსეთმა კარა-მურზა გასული წლის აპრილში, უკრაინაში ომის საწინააღმდეგო მოსაზრებების გამოთქმის შემდეგ დააკავა და „უცხოეთის აგენტად“ გამოაცხადა. 

მას ბრალად დასდეს რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელება.

ხაზინის დეპარტამენტის მიერ გამოცხადებული სანქციების სამიზნეში სხვებთან ერთად მოხვდნენ: ელენა ანატოლიევნა ლენსკაია, ანდრეი ანდრეევიჩ ზადაჩინი და დანილა იურიევიჩ მიხეევი.

ზადაჩინი რუსი სპეციალური გამომძიებელია, რომელმაც კარა-მურზას წინააღმდეგ კრიმინალური საქმის აღძვრა მოითხოვა სიტყვისთვის, რომლითაც კარა-მურზამ არიზონის წარმომადგენელთა პალატას მიმართა.

ლენსკაია არის მოსკოველი მოსამართლე, რომელმაც კარა-მურზას დაკავების ორდერი გასცა და მიხეევი სასამართლოზე წარსდგა როგორც რუსეთის მთავრობის ექსპერტი, რომელმაც სიტყვის ვიდეო ჩანაწერი შეამოწმა და შეადგინა დასკვნა, რომელიც ოპოზიციის ლიდერის წინააღმდეგ ბრალის წაყენების წინაპირობა გახდა.

კარა-მურზა ბრიტანეთის და რუსეთის მოქალაქეა. ის იყო ოპოზიციის ლიდერ ბორის ნემცოვის უახლოესი თანაშემწე, რომელიც 2015 წელს, მოსკოვის ცენტრში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი