ველოდებით პოლონელი ექიმების ჩამოსვლას, ალბათ წინასწარ მიიღებენ ნებართვას და ისე ჩამოვლენ - ალასანია

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ინფორმაციით, პოლონელი მედიკოსები საქართველოში ჩამოსვლამდე, სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად იუსტიციის სამინისტროსგან ნებართვას მიიღებენ. 

ამის შესახებ გიული ალასანიამ კლინიკა ვივამედთან ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა. მან მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში დღეს მოინახულა, გიული ალასანიას ცნობით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.

"დღეს დილით 170 ჰქონდა წნევა, ისე რომ ვერც ვიგრძენიო, ახლა შედარებით ნორმალურია, მოწესრიგდა. ჯერჯერობით აქტუალურია ამ პოლონელების ჩამოსვლა და ველოდებით. არ ვიცი, ის ხალხი ტყუილად არ ჩამოვა თუ არ ექნებათ ნებართვა, ალბათ წინასწარ მიიღებენ ნებართვას ისე ჩამოვლენ, მე ასე მგონია, ისე არ ვიცი", - თქვა გიული ალასანიამ.

პოლონურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ EU-ს დემარშის შედეგად, "ოცნება" დათანხმდა მიხეილ სააკაშვილი პოლონელმა ექიმებმა გასინჯონ, რაც მოგვიანებით მესამე პრეზიდენტის ადვოკატმაც დაადასტურა.

შეგახსენებთ, ელჩებმა ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის ოფიციალური დემარში საქართველოს იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს 27 თებერვალს გადასცეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი