საუდის არაბეთმა უკრაინას 3 თვითმფრინავით, $100 მილიონის ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელის, ანდრიი ერმაკის ცნობით, საუდის არაბეთმა უკრაინას 100 მილიონი დოლარის ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა. მათ შორის არის 135 მძლავრი გენერატორი, თბილი საბნები, ჰიგიენის საშუალებები. ჰუმანიტარული დახმარება უკრაინაში 3 თვითმფრინავით გაიგზავნა:

მადლობელი ვართ საუდის არაბეთის, უკრაინის მხარდაჭერისთვის. ეს დახმარება აჩვენებს ჩვენს ქვეყნებს შორის სოლიდარობასა და მხარდაჭერას - წერს ერმაკი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი