
"რუსეთის შეჭრამ უკრაინას ენით აუწერელი ტანჯვა მოუტანა. თითქმის ერთი წლის წინ მსოფლიომ ნახა ბუჩას საშინელება. მე თვითონ ვიყავი იქ და მოწმე გავხდი რუსული ძალების მიერ ჩადენილ სისასტიკის.
სულ უფრო მეტი მტკიცებულებაა პირდაპირი თავდასხმების შესახებ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, ასევე ენერგეტიკულ და სხვა ინფრასტრუქტურაზე.
წამება, არასათანადო მოპყრობა, სექსუალური ძალადობა და სიკვდილით დასჯა, როგორც ცნობილია, ჩადენილია რუსული ძალების მიერ. ბავშვებსაც კი არ ინდობენ.
რუსეთმა პასუხი უნდა აგოს ამ საზარელ დანაშაულებზე. პუტინმა პასუხი უნდა აგოს.
ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ დამნაშავეები დაისაჯონ.
ევროკავშირი მხარს უჭერს საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს როლს. ჩვენ ასევე გვჯერა, რომ საჭიროა არსებობდეს სპეციალური ტრიბუნალი, რომელიც განიხილავს რუსეთის აგრესიის დანაშაულს.
ვამაყობ, რომ ამ კონფერენციაზე, როგორც პირველი ნაბიჯი, თქვენ ხელს მოაწერთ შეთანხმებას ჰააგაში აგრესიის დანაშაულის დევნის საერთაშორისო ცენტრის შექმნის შესახებ.
ევროკავშირი გააგრძელებს პარტნიორებთან ურთიერთობას, რათა უზრუნველყოს, რომ რუსეთმა პასუხი აგოს.
ჩვენ ერთად ვდგავართ უკრაინის სამართლიანობისთვის."
განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული დანაშაულების დევნის საერთაშორისო ცენტრის შექმნაზე საუბრისას