ბრიტანეთი უკრაინას 14-ის ნაცვლად, 28 Challenger 2-ის ტანკებს გაუგზავნის

გამოქვეყნდა:

გაერთიანებული სამეფო უკრაინას 14-ის ნაცვლად, 28 ერთეულ Challenger 2-ის ტანკებს გაუგზავნის. განცხადება ამის შესახებ დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩმა ვადიმ პრისტაიკომ გააკეთა.

თავდაპირველად ბრიტანეთი უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის 14 "ჩელენჯერის" გადაცემას გეგმავდა, თუმცა თებერვლის დასაწყისში, პრეზიდენტ ზელენსკის ლონდონში ვიზიტის შემდეგ, გადაწყდა, რომ  მათი რიცხვი 28-მდე გაიზარდება.

"დაგვპირდნენ 14 ტანკს და პრეზიდენტ ზელენსკის ვიზიტის შედეგად მიღწეული იქნა შეთანხმება, რომ ეს რიცხვი გაორმაგდება“, - თქვა პრისტაიკომ შაბათს რადიო თავისუფლების უკრაინულ ბიუროსთან საუბარში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი