გარჩევა ბიზნესმენსა და ე.წ კრიმინალურ ავტორიტეტებს შორის | გორში მომხდარი მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს 

გამოქვეყნდა:

სძალავდნენ თუ არა ე.წ. კრიმინალური ავტოროტეტები ფულს გორელ ბიზნესმენს, რომელმაც მათ ცეხლი გაუხსნა - გახმაურებული დაპირისპირების შემდეგ პოლიციამ ახალგაზრდა მამაკაცი დააკავა, რომელიც მოკლული დავით კობერიძის და დაჭრილი ვანო ღვინიაშვილის გარემოცვის წევრია.

მის აღკვეთ ღონისაზიებაზე მსჯელობა სასამართლოში ამ წუთებში იწყება. რატი მამედოვს გამოძიება გამოძალვასა და მოტყუებით ქონების დაზიაებას ედავება. 

ადვოკატი ამბობს, რომ გამოძიებას საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს და მემდოვი ბრალს არ დაეთანხმება. 

"საქმეში არის მხოლოდ ერთადერთი პირადპირი მოწმე, დაკავებულის ძმა, თვითონ დაკავებული საბაშვილი საერთოდ არ ამხელს არცერთ ჩვენებაში რატი მამედოვს. შესაბამისად, ჩვენებებიც კი არ არის შესაბამისობაში. მასალებში არ არის არანაირი მტკიცებულება, რომ რატი მამედოვი რაიმე თანხას სძალავდა. კონფლიქტი მოხდა იმის გამო, რომ დრო გაუწელეს მანქანის გაკეთებაში, მაგრამ რამე ისეთი კონფლიქტი, რასაც შეიძლება 2 ადამიანის სიკვდილი გამოეწვია არ ყოფილა",- ამბობს ნინო შავშიშვილი, მამედოვის ადვოკატი. 

რაც შეეხება ბრალდების მხარეს, პროკურორის თქმით, ისინი რატი მამედოვისთვის აღკვეთი ღონიძიების სახით პატიმრობას ითხოვენ. 

ამავე თემაზე:

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი