"უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული საავადმყოფოები სავსეა მძიმედ დაჭრილი რუსებით" | მალიარი

გამოქვეყნდა:

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის თქმით, უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სამედიცინო დაწესებულებები სავსეა მძიმედ დაჭრილი რუსი სამხედროებით. 

გარდა ამისა, მისივე თქმით, რუსები ფრონტის ხაზზე მძიმე დანაკარგებს განიცდიან. 

"რუსეთის საოკუპაციო ძალები კვლავ განიცდიან მძიმე დანაკარგებს ცოცხალი ძალით. უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე სამედიცინო დაწესებულებები სავსეა მძიმედ დაჭრილებით, მათი ევაკუაცია რუსეთის ტერიტორიაზე სამკურნალოდ თითქმის არასოდეს განხორციელებულა", - ამბობს მალიარი.

ასევე, როგორც მალიარი ამბობს, რუსები დაღუპულთა რაოდენობის დამალვის მიზნით, მათ ჩანაწერებს მხოლოდ რუსი სამხედრო მედიკოსები ინახავენ. 

გარდა ამისა, რუსეთის საოკუპაციო ძალების სარდლობამ გაააქტიურა იძულებითი და სადამსჯელო ღონისძიებები, რომლითაც ცდილობენ გააუმჯობესონ სამხედრო დისციპლინის მდგომარეობა და თავიდან აიცილონ საომარი მოქმედებების ზონების მასობრივი მიტოვების შემთხვევები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი