"უკრაინელი ბავშვების რუსეთში გადაყვანისთვის ოკუპანტები ძირითადად 5 სცენარს იყენებენ" | გერასიმჩუკი

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველის ბავშვთა უფლებებისა და ბავშვთა რეაბილიტაციის საკითხებში, დარია გერასიმჩუკის თქმით, უკრაინელი ბავშვების რუსეთის ტერიტორიაზე გადაყვანისთვის ოკუპანტები ძირითადად ხუთ სცენარს იყენებენ. 

"რუსებს კარგად აქვთ დაგეგმილი პოლიტიკა უკრაინელი ბავშვების მიმართ. მათი ქმედებები არ არის ქაოტური... მათ აქვთ სულ მცირე ხუთი სცენარი უკრაინელი ბავშვების გატაცებისთვის", - თქვა გერასიმჩუკმა.

მისი თქმით, რუსებს ბავშვები რუსეთის ტერიტორიაზე მშობლების მკვლელობის შემდეგ გადაჰყავთ 

"კერძოდ, ბავშვები გადაჰყავთ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მშობლების მკვლელობის შემდეგ, ე.წ. ფილტრაციის დროს მშობლებთან განშორების შემდეგ და გაჰყავთ საცხოვრებელი დაწესებულებებიდან" - ამბობს გერასიმჩუკი.

გარდა ამისა, გერასიმჩუკი ამბობს, რომ იყო შემთხვევებიც, "როცა ბავშვები ბანაკებში რეაბილიტაციის ე.წ ცენტრებიდან დაპყრობილ ტერიტორიებზე ოჯახებიდან წაიყვანეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი