"უკრაინაში ომის დასრულებაზე პასუხისმგებლობა პუტინს ეკისრება" | შოლცი

გამოქვეყნდა:

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის თქმით, უკრაინაში ომის დასრულებაზე პასუხისმგებლობა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ეკისრება.

"ძალიან რთულია ვიმსჯელოთ, რა მოხდება შემდეგ უკრაინაში, მაგრამ ერთი რამ აბსოლუტურად ნათელია: ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარებით, ასევე იარაღით", - ამბობს შოლცი.

შოლცი ასევე აბობს, რომ "უკრაინელების გარეშე გამოსავალი არ იქნება". მანვე აღნიშნა, რომ პუტინმა აშკარად არასწორად შეაფასა უკრაინის სიძლიერე, ისევე როგორც უკრაინის ყველა მეგობრის ერთიანობა რუსეთის შემოჭრის წინააღმდეგობის გაწევაში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი