
პოლონეთის პრეზიდენტის, ანდჟეი დუდას თქმით, რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ ნეოკოლონიალურია და რუსეთს უკრაინის ეკონომიკური ექსპლუატაცია სურს.
როგორც დუდამ კატარში, ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებთან დაკავშირებით გაერო-ს მე-5 კონფერენციაზე გენერალური დებატებისას განაცხადა, რომ რუსებს მეზობლების დაპყრობა და ექსპლუატაცია სურთ, რაც ისტორიული კოლონიალიზმის გაგრძელებაა, რომლის მსხვერპლიც პოლონეთი იყო.
"იმპერია იტაცებს ადამიანებს, მათ შორის ბავშვებს და აგზავნის მათ რუსეთის სიღრმეში. უკრაინელები ამტკიცებენ, რომ რუსებმა 100 000-ზე მეტი ბავშვი გაიტაცეს. თუ ვინმე არ დაემორჩილება მის ნებას, იმპერია კლავს. ეს ნაცნობი არ არის? ეს არ მოხდა მრავალი ქვეყნის ისტორიაში? ამას ღიად ვამბობ, რადგან წარსულში პოლონეთი მეზობელი იმპერიების სასტიკი პოლიტიკის მსხვერპლი იყო", - თქვა დუდამ.
მისი თქმით, ყველაზე ნაკლებად განვითარებული ქვეყნების მხარდაჭერა ევროკავშირის ერთ-ერთ პრიორიტეტად უნდა დარჩეს, რადგან ეს ქვეყნებიც უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შედეგად ძალიან დაზარალდნენ.