
მელიტოპოლის მერის, ივან ფედოროვის ინფორმაციით, საღამოს მელიტოპოლში ოკუპანტების სამხედრო ბაზებზე ორი ძლიერი აფეთქება მოხდა. როგორც ფედოროვმა საინფორმაციო ტელემარათონის დროს განაცხადა განადგურებულია ორი ობიექტი, სადაც ოკუპანტები იმყოფებოდნენ.
"ქალაქის ჩრდილოეთ რაიონებში ორი ძლიერი აფეთქება გაისმა. უკვე არსებობს ინფორმაცია, რომ განადგურდა ორი ობიექტი, სადაც მეამბოხეები იმყოფებოდნენ", - ამბობს ფედოროვი.