სეულმა პოლონეთს უფლება მისცა, უკრაინას Krab-ის ჰაუბიცები მიაწოდოს - Reuters 

გამოქვეყნდა:

სამხრეთ კორეის მთავრობამ დაამტკიცა საექსპორტო ლიცენზიები პოლონეთისთვის, რათა უკრაინას ჰაუბიცები მიაწოდოს - ინფორმაციას ამის შესახებ Reuters ავრცელებს. ცნობები საერთაშორისო მედიას კი Seoul- ში თავდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დაუდასტურა. 

გამოცემის ცნობით, სეულმა ლიცენზია გასული წლის ბოლოს გასცა, თუმცა, აქამდე კორეელი მაღალჩინოსნები კრაბის ჰაუბიცებზე კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებდნენ. ამასთან, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც კორეა უკრაინისთვის იარაღის ირიბად მიწოდებას დათანხმდა. 

სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნა, რომ კრაბი შედგება რამდენიმე ქვეყნის კომპონენტებისგან, და რომ გადაცემა არ გულისხმობს სამხრეთ კორეის იარაღის სრულ სისტემას.

აღსანიშნავია, რომ პოლონეთმა უკრაინას 18 Krab-ის ჰაუბიცა გადასცა, ეს ჯერ კიდევ მაისში გახდა ცნობილი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი