გუშინ ჩვენი პოლიტიკოსი ნიკა მოსიაშვილი დააკავეს, ადვოკატის თქმით, ის ნაცემია - "გირჩი მეტი თავისუფლება"

გამოქვეყნდა:

პარტია "გირჩი მეტი თავისუფლება" აცხადებს, რომ ნაცემია მათი წევრი, ნიკა მოსიაშვილი, რომელიც გუშინ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე დააკავეს. პარტიაში ამბობენ, რომ ის აქციაზე სრულიად მშვიდობიანად იდგა და უსამართლოა მისთვის წაყენებული ბრალდება:

"გუშინ ჩვენი პოლიტიკოსი ნიკა მოსიაშვილი დააკავეს.

ადვოკატის ინფორმაციით ის ნაცემია.

ნიკა მოსიაშვილს ბრალი წაუყენეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც გულისხმობს წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლისადმი დაუმორჩილებლობას - რაც სიმართლეს არ შეესაბამება.ის სრულიად მშვიდობიანად იდგა აქციაზე!" - წერს "გირჩი მეტი თავისუფლება".

ცნობისთვის, გუშინდელ აქციაზე დააკავეს "გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც, ადვოკატის ინფორმაციით ნაცემია. უფლებადამცველი და ოჯახი ამბობს, რომ მას ჰოსპიტალიზაცია სჭირდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი