
ჰელსინკის კომისია გუშინ, 7 მარტს რუსულ კანონზე პარლამენტში გამართულ კენჭისყრას ეხმაურება. განცხადებაში ნათქვამია, რომ კენჭისყრა, რუსულ კანონთან დაკავშირებით, საკანონმდებლო ორგანოში მოულოდნელად გაიმართა.
"გუშინ საქართველოს მმართველმა პარტიამ, "ქართულმა ოცნებამ", მოულოდნელად გამართა პირველი მოსმენით კენჭისყრა რუსული სტილის საგარეო აგენტების კანონპროექტზე. კანონპროექტი აბსოლუტური უმრავლესობით გავიდა, მის წინააღმდეგ ხმა მხოლოდ ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მისცეს, ხოლო "ქართული ოცნების" ოთხმა პრინციპულმა დეპუტატმა თავი შეიკავა", - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, კანონპროექტთან დაკავშირებით ჰელსინკის კომისიამ განცხადება 6 მარტს გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ აღნიშნული კანონპროექტი, ისევე როგორც მიმდინარე დემოკრატიული უკუსვლა, მათ შორის პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრება, არის თავდასხმა სტრატეგიულ პარტნიორობასა და ქართველი ხალხის დასავლურ არჩევანზე.