
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ბესო გაზდელიანი ამბობს, რომ ჩხრეკისას მის სახლში სამართალდამცავები უცხოეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის ნიადაგზე ქვეყანაში შემოტანილ იარაღს ეძებდნენ.
გაზდელიანისა და პოლიტიკოსის რამდენიმე ნათესავის სახლში ჩხრეკა დაახლოებით დილის 6-ის ნახევარზე დაიწყო. ბინაში არასრულწლოვანები იმყოფებოდნენ.
"უცხოეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის ნიადაგზე, ქვეყანაში შემოტანილ იარაღს ეძებდნენ, ჩემ სახლში, სადაც პატარა ბავშვებს სძინავთ, ჩემი ძმის სახლი გაუჩხრეკიათ, ჩემი შვილი და ჩემი სიძე, პატარა ბავშვები ჰყავთ, 2 თოთო ბავშვი ჰყავს, თავში იარაღი ჩაარტყეს, ჩემი ბიძაშვილების ოჯახები დააწიოკეს, გააღვიძეს, გაჩხრიკეს, ეს არის რეპრესიები, რაც ივანიშვილის რეჟიმმა საქართველოში დაიწყო. მე ვფიქრობ, რომ მე არ ვარ დღეს ბოლო, გონივრული ეჭვი მაქვს, რომ ძალიან ბევრ ოჯახში შევარდებიან ასე უკვე ესენი", - თქვა ბესო გაზდელიანმა.
"მთავარი არხის" ჟურნალისტი, ბესო გაზდელიანის და, ნინო გაზდელიანი ამბობს, რომ ჩხრეკა იყო დაშინების მცდელობა. მისი თქმით, სამართალდამცავები ცდილობდნენ ბინებში ეპოვათ ნივთები, რის გამოც შემდეგ მის ძმას მოედავებოდნენ.
ნინო გაზდელიანი ამბობს, რომ ბინაში შესული პირები შეიარაღებულები იყვნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს აღნიშნულზე ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია. იხილეთ: