"იძალადეს, სახლებში ბავშვები იყვნენ" - ბესო გაზდელიანის და მისი 10-მდე ნათესავის სახლში ჩხრეკა დასრულდა

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ბესო გაზდელიანისა და პოლიტიკოსის რამდენიმე ნათესავის სახლში ჩხრეკა დასრულდა. სახლში ბესო გაზდელიანი მცირეწლოვან შვილებთან ერთად იყოფოდა. საგამოძიებო მოქმედებები დაახლოებით დილის 6-ის ნახევარზე დაიწყო. 

ბესო გაზდელიანი "მთავარი არხის" ჟურნალისტის, ნინო გაზდელიანის ძმაა, რომელიც ამბობს, რომ შეიარაღებული პირები სახლში იმ დროს შევიდნენ, როდესაც ოჯახის წევრებს ეძინათ. 

"ხუთამდე, კბილებამდე შეიარაღებული სპეცრაზმელი შემომივარდა, 12 წლის, 10 წლის და 15 წლის ბავშვები მყავს სახლში, დამიფეთიანეს მთელი ოჯახი. ვითომ ურთიერთობა მაქვს უცხოეთის დაზვერვასთან, ეძებდნენ იარაღს ავტომატებს", - თქვა ბესო გაზდელიანმა.

სამართალდამცავებს არ განუმარტავთ რას ედავებიან ბესო გაზდელიანს ან რას ეძებდნენ ისინი ბინაში. შინაგან საქმეთა სამინისტროს ამასთან დაკავშირებით განცხადება არ გაუვრცელებია.

ნინო გაზდელიანი ამბობს, რომ ჩხრეკა დაახლოებით 2 საათის განმავლობაში გაგრძელდა, შევიდნენ ბესო გაზდელიანის ძმის სახლშიც:

"შეიარაღებული ადამიანები შევიდნენ ჩემი მეორე ძმის სახლშიც, რომელიც არის კერძო სახლი, რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს, ასევე, ცხოვრობს ჩემი ძმის, ბესოს, შვილი მეუღლესთან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად. რომ შევიდნენ ჩემ სიძეს, მძინარეს დაარტყეს, ფიზიკურად გაუსწორდნენ ორი მცირეწლოვანი ბავშვის თვალწინ. ასევე, მეორე ძმის შვილების სახლში, ორ ოჯახში შევიდნენ, ჩემ ძმის შვილს ჰყავს 10 თვის ბავშვი, ასევე, ჩემი ბიძაშვილისა და მამიდაშვილის სახლში", - ამბობს ნინო გაზდელიანი. 

სახლებიდან წაღებულია მობილური ტელეფონები.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი