რუსეთი, სავარაუდოდ, უგლედართან შეტევის განახლებისთვის ემზადება - ISW

გამოქვეყნდა:

ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) ცნობით, რუსული ძალები შესაძლოა ემზადებოდნენ უგლედარის ირგვლივ შეტევითი ოპერაციების განახლებისთვის. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ პრესონალისა და საბრძოლო მასალის მუდმივი პრობლემები, სავარაუდოდ, ისევ შეაფერხებს მათ წინსვლას. 

განახლებაში ნათქვამია, რომ 8 მარტს გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს სამხრეთ სამხედრო ოლქის 58-ე გაერთიანებული არმიის 136-ე მოტომსროლელი ბრიგადის პერსონალი, რომლებიც მიმართავენ რუსეთის სამხედრო სარდლობას მეტი საარტილერიო საბრძოლო მასალის მოთხოვნით, სანამ ისინი შეცვლიან წყნარი ოკეანის ფლოტის 155-ე საზღვაო ქვეით ბრიგადას უგლედართან და განახორციელებენ სახმელეთო შეტევებს ამ მხარეში.

ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ რუსეთის ჯარები, 136-ე მოტორიზებული ბრიგადაში როტაციას მოახდენენ, რათა, შეცვალოს ძლიერ დეგრადირებული ფორმაცია, იმ იმედით, რომ განახლდება შეტევა უგლედართან. 

ISW ექსპერტებს არ სჯერათ, რომ როტაციის დახმარებით რუსები შეძლებენ ამ მიმართულებით შეტევითი პოტენციალის გაძლიერებას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი