"64 კგ-ს იწონის, მუდმივად მაღალი ტემპერატურა აქვს" - დისკუსია კიევში, მიხეილ სააკაშვილის შესახებ

გამოქვეყნდა:

კიევში გამართულ დისკუსიაში მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე მესამე პრეზიდენტის ოჯახი, მისი უკრაინელი კოლეგები და ვანო მერაბიშვილი მონაწილეობდნენ.

ისინი ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილი სასწრაფოდაა გადასაყვანი საზღვარგარეთ სამკურნალოდ რადგან თბილისში ექიმები მის განკურნებას ვერ ახერხებენ. 

ამბობენ, რომ სააკაშვილი პირადად პუტინის ტყვეა და  "ქართული ოცნება" კრემლის დირექტივებით მოქმედებს.

"თავდაპირველად, როდესაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, მას ჰქონდა 5 დიაგნოზი, ახლა კი 47 დიაგნოზი აქვს. ის წონას კარგავს, სიმაღლეში 197 სანტიმეტრია და წონა 64 კილოგრამს იწონის, მუდმივად მაღალი ტემპერატურა აქვს და  სუსტად არის, ვერ დადის, ვერ ჭამს ასე რომ სიტუაცია მძიმეა. საავადმყოფოშია, მაგრამ ეს საავადმყოფოც პენიტენციური უწყების კონტროლქვეშაა...

ექიმები ცდილობენ რაღაცის გაკეთებას, მაგრამ ვერაფერს აკეთებენ. ბოლო ინფორმაციის მიხედვით, პოლონელი ექიმების ჯგუფი აპირებს ჩასვლას, ყველაფერი მზად იყო, მაგრამ ჩვენთან ასეთი წესია, ჩამოსვლამდე ყველა ექიმმა ლიცენზია უნდა მიიღოს და ეს პოლონელი ექიმები აქ ჯერ არავის უნახავს" - ამბობს გიული ალასანია 

ძმის, დავით სააკაშვილის ინფორმაციით, უკრაინული კლინიკა დღესვე მზადაა მიხეილ სააკაშვილის მისაღებად. 

ვანო მერაბიშვილმა დისკუსიის დროს, ქართული ოცნების პრორუსულ პოლიტიკაზე, რუსეთთან კავშირზე და მათ საერთო პროპაგანდაზე ისაუბრა. გაიხსენა აგვისტოს ომიც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი