უკრაინა NATO-სგან ალიანსში გაწევრიანებამდე დამატებით უსაფრთხოების გარანტიებს ელის

გამოქვეყნდა:

უკრაინა ახლა NATO-სგან წინ გადადგმულ ნაბიჯებს ელის - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ფინეთის პრემიერთან ერთობლივი ბრიფინგისას და აღნიშნა, რომ უკრაინა ვილნიუსის NATO-ს სამიტზეა მიწვეული.

პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ალიანსის წევრ ქვეყნებს, ბრძოლაში გაწეული დახმარებისთვის და უსაფრთხოების გარანტიების მნიშვნელობაზე ისაუბრა. 

„მაშინაც კი, თუ ომის დროს ვერ შევუერთდებით NATO-ს, ჩვენ გვინდა რომ ადეკვატური უსაფრთხოების გარანტიები გვქონდეს ამ გზაზე, სანამ ჯერ კიდევ არ ვართ ნატოში", - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მისივე თქმით, დამატებითი უსაფრთხოების ზომების მიღებისთვის უკრაინული მხარე უკვე მუშაობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი