ვურჩევთ ქართველ ხალხს, გაიხსენონ უკრაინის სიტუაცია 2014 წელს - რუსეთის საგარეოს წარმომადგენლობა ანექსირებულ ყირიმში

გამოქვეყნდა:

"ვურჩევთ ქართველ ხალხს გაიხსენონ უკრაინის მსგავსი სიტუაცია 2014 წელს, თუ რა მოჰყვა ამ ყველაფერს" -ასე ეხმაურება, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლობა სიმფეროპოლში, ანექსირებულ ყირიმში, "ოცნების" რუსულ კანონთან დაკავშირებით, თბილისში გამართულ საპროტესტო აქციებს.

"უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ თბილისში დაწყებული პროტესტი, მთავრობის გადადგომის მოთხოვნაში გადაიზარდა. ვურჩევთ ქართველ ხალხს გაიხსენონ უკრაინის მსგავსი სიტუაცია 2014 წელს, თუ რა მოჰყვა ამ ყველაფერს! ორჯერ დაფიქრდით" - ნათქვამია განცხადებაში.

 

მანამდე კი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა თქვა, რომ თბილისში გამართული საპროტესტო აქციები წააგავს მაიდანს, საბაბი იყო ხელისუფლების ძალის შეცვლის მცდელობის დასაწყებად  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი