
რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ მზადაა ეწვიოს უკრაინას, მაგრამ მხოლოდ იმ პირობით, რომ შემდეგ მოსკოვს ეწვევა.
"მე მინდა კიევში ჩასვლა, თუმცა იმ პირობით, რომ მოსკოვშიც ჩავალ. მოვინახულებ ან ორივე ადგილს, ან არცერთს", - თქვა რომის პაპმა.
გარდა ამისა, La Nacion-თან ინტერვიუში პაპმა აღიარა, რომ მოსკოვს ამჟამად ვერ ეწვევა, მაგრამ "შეუძლებელი არ არის".
მან ასევე თქვა, რომ უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის, აუდიენციისთვის ვატიკანში ჩასვლა შესთავაზა, თუმცა "საბოლოოდ, მან [ზელენსკიმ] ვიზიტი გადადო იმ დრომდე, როდესაც მას შეეძლება საზღვარგარეთ გამგზავრება"
რომის პაპი ამბობს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან მეორე დღეს მას ტელეფონით პუტინთან საუბარი სურდა, მაგრამ მოსკოვისგან უარი მიიღო.