"უკრაინისთვის რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩეხეთის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია" | ზელენსკი პაველს ესაუბრა

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ჩეხ კოლეგას, პეტრ პაველს ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაცია თავად გაავრცელა.

"ვესაუბრე ჩეხეთის პრეზიდენტს, პეტრ პაველს. მივულოცე ოფიციალური ინაუგურაცია. ასევე, ინფორმაცია მივაწოდე ფრონტზე არსებული ვითარებისა და ჩვენი უსაფრთხოების საჭიროებების შესახებ. ვისაუბრეთ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე და აქტიური ურთიერთობების გაგრძელებაზე შევთანხმდით. უკრაინისთვის რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩეხეთის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, - წერს ზელენსკი.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი