ლუქსემბურგმა უკრაინაში სასწრაფო დახმარების 14 ჯავშანმანქანა გაგზავნა

გამოქვეყნდა:

ლუქსემბურგიდან უკრაინაში ბრიტანული კომპანია Venari-ის მიერ წარმოებული სასწრაფო დახმარების 14 ჯავშანმანქანა გაიგზავნა.

როგორც უკრაინის საელჩო, ბელგიასა და ლუქსემბურგში სოციალურ ქსელში წერს, აქცია ინიციატივის "უკრაინა რეკავს" ფარგლებში განხორციელდა, რომელიც ლუქსემბურგში უკრაინელთა გაერთიანების LUkraine asbl-ის მიერაა ორგანიზებული.

მათივე ინფორმაციით, ინიციატივის მიზანი 10 მლნ ევროს შეგროვება და მათთვის სასწრაფო დახმარებისა და სახანძრო მანქანის შეძენა იყო. 

ცნობისთვის, გასული წლის დეკემბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლუქსემბურგმა თავდაცვის ბიუჯეტის 16% დახარჯა უკრაინის დახმარებაზე. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი