
"[უკრაინელებმა] სააკაშვილი შემოგვიგზავნეს... მთავარი მიზანი იყო გადატრიალების მოწყობა და ქვეყნის ომში ჩართვა" - ამის შესახებ პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი TV იმედის ეთერში უკრაინელების შესახბ საუბრობს.
1-ელ ოქტომბერს, სააკაშვილი შემოგვიგზავნეს და მთავარი მიზანი იყო აქ გადატრიალების მოწყობა და საჭირო დროს ქვეყნის ომში ჩართვა. ამაში ჩვენ დღეს ეჭვი აღარ გვეპარება. ვარკვირდებით რა იმ ფაქტებს და ვააანალიზებთ, რომელიც უკვე შემდეგ განვითრდა. ...რით ვერ დავანახეთ ჩვენი ჰუმანტარული დახმარების მოცულობით ჩვენ ვართ პირველ ადგილზე მთელ მსოფლიოში, ყველა რეზოლუციას შევუერთდით, ყველგან მხარი დავუჭირეთ, ყველგან ბოლომდე გადავყევით. აქ უკრაინელებს გავუხსენით უკრაინულ ენაზე სკოლები. თუ რამე შეგვიძლია ჩვენ პატარა ქვეყანას, მთელი გული და ყველაფერი ვაჩვენეთ. ერთადერთი, რის გამოც არიან უკმაყოფილოები, არის ის, რომ ომში არ ჩავერთეთ. თქვეს კიდევაც პირდაპირ, რომ ეს არ არის ომის ხელისუფლება. და სააკაშვილი რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, ეს არის არესტოვიჩის გამონათქვამები, დღეს ქვეყანა იქნებოდა ომშიო. ეს არის, მხოლოდ ეს ახსნა აქვს მათ გაღიზიანებას, მათ უკმაყოფილებას, სხვა ახსნა უბრალოდ არ არსებობს. მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, მე მესმის რომ ყველას თავისი ინტერესი აქვს. უკრაინისთვის შეიძლება შვება ყოფილიყო ერთგვარი, თუ რაღაც გარკვეულწილად რუსეთი გადაიტანდა ყურადღებას, - ამბობს ღარიბაშვილი