"კვირის დასაწყისიდან, ბახმუტის მიმართულებით 1 100-ზე მეტი რუსი განადგურდა" | ზელენსკი

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, კვირის დასაწყისიდან ბახმუტის მიმართულებით 1100-ზე მეტი რუსი ოკუპანტი გაანადგურეს, დაჭრილი 1 500-ზე მეტი. 

"ერთ კვირაზე ნაკლებ დროში - 6 მარტიდან - და მხოლოდ ბახმუტის ერთი მიმართულებით, შესაძლებელი გახდა 1100-ზე მეტი მტრის ჯარისკაცის განადგურება - ეს არის რუსეთის შეუქცევადი დანაკარგები, დანაკარგები სწორედ იქ, ბახმუტის მახლობლად" - თქვა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, ასევე განადგურდა ათეულობით ერთეული მტრის ტექნიკა, და დამწვარია ათზე მეტი რუსული საბრძოლო საცავი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი