
მომდევნო კვირაში ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი რუსეთში ვიზიტსა და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters ავრცელებს ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით.
მანამდე, 30 იანვარს, რუსული საინფორმაციო სააგენტო TASS-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ჩინელი კოლეგა რუსეთში ვლადიმერ პუტინმა მიიწვია.
The Wall Street Journal-ის ინფორმაციით კი, ორი ქვეყნის ლიდერი ერთმანეთს აპრილში ან მაისის დასაწყისში უნდა შეხვედროდნენ.
შესაძლო შეხვედრასთან დაკავშირებით ამ დრომდე კომენტარი არ აკეთებენ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში და კრემლში.
რუსეთში ვიზიტის გეგმები მოჰყვა ჩინეთის მცდელობას, სამშვიდობო როლი ეთამაშა რუსეთ-უკრაინის ომში. მის ამ ინიციატივას კრიტიკა მოჰყვა როგორც დასავლეთისგან, ასევე უკრაინისგან, ჩინეთს მიერ რუსეთისთვის გაწეული დიპლომატიური მხარდაჭერის გამო. შეგახსენებთ, რომ ჩინეთმა "უკრაინის კრიზისის" მოსაგვარებლად 12 პუნქტიანი გეგმაც გამოაქვეყნა.