
რუსმა ჯარისკაცებმა უკრაინის ქალაქ ავდიივკაში სკოლა დაბომბეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის ინფორმაციით, რუსებმა სკოლას ორი რაკეტა ესროლეს. დაბომბვის შედეგად გარდაიცვალა ერთი ადგილობრივი.
UNIAN-ის ინფორმაციით, სკოლაში 11 მარტის მონაცემებით 18 ბავშვი სწავლობდა.