
"ტყუილად ნუ აშინებს ხელისუფლება მოსახლეობას, ეს არის სუფთა რუსული ნარატივი", - ამის შესახებ განცხადება უკრაინაში მებრძოლმა ქართველმა ჯარისკაცმა, ვანო ნადირაძემ გააკეთა.
ნადირაძე ამ განცხადებით ირაკლი ღარიბაშვილის კომენტარს გამოეხმაურა, რომელმაც 12 მარტს "იმედის" ეთერში თქვა, რომ უკრაინაში მებრძოლი ქართველი ჯარისკაცები საქართველოში დესტაბილიზაციის მოსაწყობად ჩამოვიდნენ.
ნადირაძის თქმით, არც იგი და არცერთი სხვა ქართველი ჯარისკაცი არასდროს არ ჩავა საკუთარ სამშობლოში არეულობის შესატანად.
"ჩვენ არასოდეს ჩვენს ქვეყანაში, პირადად მე და მე ვისაც ვიცნობთ ჩვენს ქვეყანაში არასოდეს არ ჩამოვალთ არეულობის შესატანად. ტყუილად ნუ აშინებს ხელისუფლება მოსახლეობას, ეს არის სუფთა რუსული ნარატივი, იმიტომ რომ ახმოვანებენ ყველაფერს რაც რუსულია საქართველოში ჩვენი ხელისუფლება სამწუხაროდ. ასე რომ არ დაუჯეროთ, ჩვენ სამშობლო გვიყვარს, ჩვენ გვიყვარს ყველა ქართველი, დიდება საქართველოს დიდება უკრაინას. ძირს ყველა მერუსეთე, ხელისუფლების თამადობით", - თქვა ვანო ნადირაძემ.