რატომ არ შეიძლება, ჩინეთი უკრაინასა და რუსეთს შორის შუამავალი იყოს | EU-ს განმარტება

გამოქვეყნდა:

"ევროკავშირი მხარს უჭერს ნებისმიერი ქვეყნის ძალისხმევას, რაც შეიძლება მალე დაასრულოს აგრესიული ომი, რომელიც რუსეთმა გააჩაღა უკრაინის წინააღმდეგ, მაგრამ ჩინეთის სამშვიდობო წინადადებები ამ თვალსაზრისით დასუსტებულია იმით, რომ ჩინეთმა აირჩია კონფლიქტის ერთ-ერთი მხარე", - ამის შესახებ ევროკავშირის სპიკერმა პიტერ სტანომ დღეს ბრიუსელში პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"შეიძლება იყო პატიოსანი შუამავალი, როდესაც არ ირჩევ მხარეს. როდესაც საქმე ეხება უკრაინასა და რუსეთს, ჩინეთი რეალურად ირჩევს ერთ-ერთ მხარეს. ჩინეთი უარს ამბობს აღიაროს ვინ არის აგრესორი და ვინ არის მსხვერპლი. ჩინეთი აყენებს უკრაინას, რომელმაც განიცადა სასტიკი უკანონო თავდასხმა გაეროს წესდების დარღვევით, [რუსეთთან] ერთ დონეზე, - თქვა სტანომ.

მან ასევე გაიხსენა, რომ ჩინეთი ხშირად უბრალოდ ხელახლა ავრცელებს რუსულ ნარატივებს უკრაინის წინააღმდეგ ომის მიზეზებისა და წარმოშობის შესახებ.

ევროკავშირის წარმომადგენელმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მედიაციის წინადადებები ორივე მხარის მიერ უნდა იყოს შეთანხმებული.

შეგახსენებთ, რომ ომის დაწყების შემდეგ პირველად, სი ძინპინი ზელენსკისთან საუბარს გეგმავს

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი