"მხოლოდ ერთი კანონით, საქართველომ მოახერხა და დაარღვია 12 პრიორიტეტიდან ორი" | სტანო

გამოქვეყნდა:

ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის პრესსპიკერის, პიტერ სტანოს თქმით, საქართველომ მხოლოდ ერთი, რუსული კანონით კანონით მოახერხა და დააარღვია, ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან ორი.

"როდესაც ჩვენ გვქონდა რეაგირება უცხოელი აგენტების შესახებ კანონზე საქართველოში, ამას ჰქონდა მარტივი მიზეზი, რადგანაც საქართველომ აჩვენა ინტერესი, ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი გააკეთა და ევროკავშირმა ამას უპასუხა მათი განაცხადის აღიარებით, განსაზღვრა 12 პრიორიტეტი, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს, რათა იყოს კანდიდატის სტატუსის შესახებ დისკუსიის ნაწილი. მხოლოდ ერთი კანონით, საქართველომ მოახერხა და დაარღვია ამ 12 პრიორიტეტიდან ორი. მგონი, ცხადია, რატომ გვქონდა ევროკავშირს რეაგირება" - თქვა სტანომ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერმინსტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მტკიცებით, "[ევროკავშირის] ყველა რეკომენდაცია შესრულებულია... სტატუსი უნდა მივიღოთ წლის ბოლომდე".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი