
სამი ოპოზიციური პარტიის - "დროას"; "გირჩი მეტი თავისუფლებისა" და "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრები ბრიუსელსა და სტრასბურგში გაემგზავრნენ. ერთობლივი ვიზიტის ფარგლებში ისინი ევროკავშირის სტრუქტურებში შეხვედრებს გამართავენ. ასევე, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები შეხვდებიან ცალკეულ ევროპარლამენტარებსაც.
საუბრის ძირითადი თემა, პოლიტიკოსების თქმით, კანდიდატის სტატუსის მიღება იქნება, რომელიც წლის ბოლოს უნდა გადაწყდეს.
"ჩვენ ვნახეთ უპრეცედენტო მხარდაჭერა ქართველი ხალხის ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში უმაღლესი დონიდან, შესაბამისად, მე მგონია, რომ კომუნიკაცია და კოორდინაცია ჩვენ პარტნიორებთან, შემდგომ ნაბიჯებზე, თუ რა უნდა გაკეთდეს, რომ მოვიპოვოთ საბოლოო ჯამში ის რაც ხალხს ეკუთვნის, მითუმეტეს ამ პირობებში, ასევე, კომუნიკაცია იმ დარღვევებზე, იმ ძალადობაზე, რომელიც ხელისუფლების მხრიდან იყო, ასევე პოლიტიკურ პატიმრებზე და ყველა წინაღობაზე, რაც არის ამაზე კოორდინაცია ძალიან მნიშვნელოვანი მგონია", - თქვა ელენე ხოშტარიამ.
ცნობისთვის, დღეს ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება.