CNN: რუსული სამხედრო თვითმფრინავი, შავი ზღვის საჰაერო სივრცეში, ამერიკულ დრონს დაეჯახა

გამოქვეყნდა:

შავი ზღვის საჰაერო სივრცეში, რუსული სამხედრო თვითმფრინავი ამერიკულ დრონს დაეჯახა. ინფორმაციას CNN ამერიკელ სამხედროებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, შემთხვევა, ცენტრალური ევროპის დროით, 07:03 საათზე მოხდა.

"...ერთ-ერთი რუსული სუ-27 თვითმფრინავი MQ-9 პროპელერს დაეჯახა, რამაც შეერთებული შტატების ძალები აიძულა MQ-9 საერთაშორისო წყლებში დაეშვათ. შეჯახებამდე, სუ-27 თვითმფრინავიდან MQ-9-ს საწვავი რამდენჯერმე გადმოასხეს და მის წინ დაფრინავდნენ უგუნურ, ეკოლოგიურად არაკეთილსინდისიერად და არაპროფესიონალურად. ეს ინციდენტი, გარდა უსაფრთხოებისა და არაპროფესიონალიზმისა, კომპეტენციის ნაკლებობისკენ მიუთიითებს”, - თქვა გენერალმა ჯეიმს ჰეკერმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი