ოკუპირებულ გორლოვკაში რუსები 500-მდე ადამიანის მობილიზებას გეგმავენ - უკრაინის გენშტაბი

გამოქვეყნდა:

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, დონეცკის ოლქის ოკუპირებულ გორლოვკაში რუსები 500-მდე ადამიანის მობილიზებას გეგმავენ. უწყება ამბობს, რომ ისინი მანამდე სამხედრო სამსახურისთვის უვარგისად იყვნენ გამოცხადებულები.

"ოკუპანტებმა გორლოვკაში მიიღეს ბრძანება ქალაქში მორიგი მობილიზაციის ტალღის ჩასატარებლად, რათა შეავსონ იმ ქვედანაყოფების შემადგენლობა, რომლებიც დროებით არიან გაყვანილი საბრძოლო ზონიდან საბრძოლო შესაძლებლობების დაკარგვის გამო. დაგეგმილია 500-მდე ადამიანის მობილიზება იმ კატეგორიებიდან, რომლებმაც ადრე მიიღეს ჯავშნები სამხედრო სამსახურისთვის შეზღუდული ან სრული უვარგისობის გამო", - ამბობს გენერალური შტაბი. 

გენერალურმა შტაბმა ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ 90-მდე რუსი სამხედრო მოსამსახურე, რომლებიც მკურნალობენ გორლოვკას სამედიცინო დაწესებულებებში, მალე გაიგზავნება ქალაქ ურზუფში სამხედრო სამედიცინო კომისიის გასავლელად, რომელიც დაადგენს მათ ვარგისიანობას შემდგომი სამსახურისთვის.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი