"საბრძოლო მოქმედებების დასრულებისთანავე, უკრაინა NATO-ს წევრი უნდა გახდეს" | ლატვიის პრემიერი

გამოქვეყნდა:

ლატვიის პრემიერმინისტრის კრიშიანის კარინშის თქმით, საბრძოლო მოქმედებების დასრულებისთანავე უკრაინა NATO-ს წევრი უნდა გახდეს უსაფრთხოების ყველა გარანტიით.

"რუსეთის შესაკავებლად ერთადერთი გზა უკრაინის NATO-ში გაწევრიანებაა, რასაც თან მოჰყვება ყველა ის უსაფრთხოების გარანტი, რომელიც ამ პროცესს თან სდევს", - თქვა მან.

FT-თან ინტერვიუში ლატვიის პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ პარტნიორების მხარდაჭერით უკრაინა ამ ომს მოიგებს. მისივე თქმით, საბრძოლო მოქმედებების დასრულებამდე უკრაინის NATO-ში გაწევრიანება ვერ მოხერხდება, რადგან ეს ალიანსის წევრი ქვეყნების ომში ჩართვასაც ნიშნავს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი