გასული მაისიდან რუსეთს ბახმუტთან 20 000-დან 30 000-მდე სამხედრო დაეჭრა ან დაეღუპა - ბრიტანეთის წარმომადგენელი OSCE-ში

გამოქვეყნდა:

უკრაინული მედიის ცნობით, ეუთოში ბრიტანეთის დელეგაციის უფროსმა სამხედრო მრჩეველმა განაცხადა, რომ რუსეთის ჯარმა და "ვაგნერმა" 2022 წლის მაისიდან ბახმუტისთვის ბრძოლაში უზარმაზარი დანაკარგი განიცადა.

იან სტაბსის თქმით, დაღუპული და დაჭრილია 20 000-დან 30 000-მდე სამხედრო. 

"გასული კვირის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ ინტენსიური ბრძოლები, როცა რუსეთის ფედერაცია აგრძელებს შეტევას დონბასში.

რუსეთი ძალიან დიდ ზარალს განიცდის. გასული მაისიდან მხოლოდ ბახმუტის რაიონში 20 000-დან 30 000-მდე ვაგნერის ჯარისკაცი და რეგულარული რუსი ჯარისკაცი დაიღუპა და დაიჭრა - ეს არის უზარმაზარი ადამიანური დანაკარგები, რომელთა საერთო წინსვლა დაახლოებით 25 კილომეტრია", - თქვა მან ვენაში უსაფრთხოების თანამშრომლობის ფორუმის შეხვედრის დროს.

ბრიტანელი სამხედრო დიპლომატის თქმით, ეს ნიშნავს, რომ "ყოველ გავლილ კილომეტრზე 800-ზე მეტი რუსი ჯარისკაცია მოკლული ან დაჭრილი, მათი დიდი უმრავლესობა ვაგნერის მებრძოლია".

ამის გათვალისწინებით, მისი თქმით, "ვაგნერის" ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინისთვის სულ უფრო რთული ხდება ცოცხალი ძალის შევსება. სტაბსმა აღნიშნა, რომ როგორ ჩანს, რუსეთს ეწურება რაკეტების რაოდენობაც და დიდია აღჭურვილობის ზარალი.

მისი თქმით, რუსეთის სამხედრო სარდლობა ავლენს კომპეტენციის საოცარ ნაკლებობას და ხარჯავს სტრატეგიულ რესურსებს მცირე ტაქტიკური გამარჯვებების მისაღწევად - "ყველა ხედავს სიმართლეს: რუსეთის სამხედრო და თავდაცვის მრეწველობა უკრაინაში წარუმატებელია".

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი