ისრაელი ამტკიცებს უკრაინაში დრონების საწინააღმდეგო სისტემების ექსპორტის ლიცენზიებს - მედია

გამოქვეყნდა:

გამოცემა Axios წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ისრაელის ხელისუფლებამ დაამტკიცა უკრაინისთვის უპილოტო თვითმფრინავების წინააღმდეგ ელექტრონული საბრძოლო სისტემების მიყიდვა. ეს უკრაინას დაეხმარება ირანული დრონების ჩამოგდებაში, რომელსაც რუსეთი აქტიურად იყენებს. 

ისრაელისა და უკრაინის სამმა ოფიციალურმა პირმა Axios-ს განუცხადა, რომ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ელი კოენმა გადაწყვიტეს ასეთი სისტემების ექსპორტის ლიცენზიის გაცემა ჯერ კიდევ თებერვალში.

Axios-ის ცნობით, კოენი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა საჰაერო თავდაცვის სისტემების ექსპორტის ნებართვების გაცემის შესახებ თებერვლის შუა რიცხვებში, კიევში ვიზიტის დროს.

გამოცემა წერს, რომ ლიცენზიები ორ კომპანიას - Elbit-სა და Rafael-ს გადაეცემა.

ამავდროულად, ერთ-ერთმა უკრაინელმა ოფიციალურმა პირმა Axios-ს განუცხადა, რომ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ცოტა ხნის წინ ეწვივნენ ისრაელს ანტი-დრონის სისტემების შესამოწმებლად, მაგრამ ჯერ არ გაუფორმებიათ არანაირი შეთანხმება.

თავის მხრივ, ისრაელის მაღალჩინოსანმა განუცხადა Axios-ს, რომ საექსპორტო ლიცენზიების დამტკიცების ერთ-ერთი მიზეზი არის იმის გარკვევის სურვილი, თუ რამდენად ეფექტური იქნება ეს სისტემები ირანული თვითმფრინავების წინააღმდეგ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი