პოლონეთი უკრაინას ოთხ მოიერიშე თვითმფრინავს რამდენიმე დღეში გადასცემს - დუდა

გამოქვეყნდა:

პოლონეთი უკრაინას პირველ მოიერიშე თვითმფრინავებს უახლოეს დღეებში გადასცემს. როგორც პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ ჩეხ კოლეგასთან პეტრ პავლთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, კიევი თავდაპირველად ოთხ MiG-29-ს მიიღებს.

"მომავალი რამდენიმე დღის განმავლობაში უკრაინას სრულ მუშა მდგომარეობაში გადავცემთ ოთხ თვითმფრინავს. დანარჩენი თვითმფრინავების მომსახურება და მომზადება მიმდინარეობს", - თქვა დუდამ.

პოლონეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება სახელმწიფო ხელისუფლების დონეზე მიიღეს.

მთლიანობაში ვარშავა უკრაინისთვის 10  MiG-29 გამანადგურებლის გადაცემას გეგმავს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი