"მივაწოდე ინფორმაცია ფრონტზე არსებულ ვითარებაზე" | ზელენსკი რიში სუნაკს ესაუბრა

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დიდი ბრიტანეთის პრემიერს, რიში სუნაკს ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ზელენსკი ავრცელებს. 

კარგი საუბარი მქონდა დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრ რიში სუნაკთან. მივაწოდე ინფორმაცია ფრონტზე არსებულ ვითარებასა და ბახმუტის დაცვაზე. გავცვალეთ მოსაზრებები ბოლო საერთაშორისო მოვლენებზე. როგორც ყოველთვის, ჩვენ გვაქვს კონკრეტული შედეგები უკრაინის თავდაცვისა და ეკონომიკური მხარდაჭერის გაძლიერებაში. ჩვენ ვაფასებთ დიდი ბრიტანეთის უცვლელ პოზიციას!, - წერს ზელენსკი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი