
ზაპოროჟიეს ქალაქ ტოკმაკში, რუსეთის ფედერაციის ФСБ-ეს თანამშრომლები იმ ადამიანებს, რომლებმაც უარი თქვეს რუსული პასპორტების მიღებაზე, შვილების რუსეთში დეპორტით ემუქრებიან, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, ზაპოროჟიეს რეგიონის დროებით ოკუპირებული ტერიტორიის მოსახლეობის სავალდებულო პასპორტირება გრძელდება.
"ქალაქ ტოკმაკში რუსეთის ოკუპანტი ე.წ. "ავტორიტეტები" რუსეთის FSB-ს წარმომადგენლებთან ერთად, უკრაინის ადგილობრივ მოქალაქეებს, რომლებმაც უარი თქვეს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების პასპორტების მიღებაზე, შვილების დეპორტაციით ემუქრებია" - წერია უწყების განცხადებაში
შეგახსენებთ, რომ 4 მარტს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმამ მიიღო კანონი, რომლის თანახმად, უკრაინის მოქალაქეებს, რომლებმაც უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული პასპორტები მიიღეს, შეუძლიათ უარი თქვან უკრაინის მოქალაქეობაზე, რუსეთის ხელისუფლებაში შესაბამისი განცხადების წარდგენის შემდეგ.