"ჩინეთის "მშვიდობის გეგმა" ადასტურებს რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების დაკავებას" | თეთრი სახლი

გამოქვეყნდა:

ჩინეთის ერთ-ერთი წინადადება უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად, რომელიც ითვალისწინებს, რომ მხარეებმა უნდა შეწყვიტონ ცეცხლი და დაიწყონ მოლაპარაკებები, აშკარად შეესაბამება კრემლის ინტერესებს და განსხვავდება გაეროს წესდებით განსაზღვრული პრინციპებისგან, - ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორმა ჯონ კირბიმ ონლაინ ბრიფინგზე განაცხადა.

"ყველამ ნახა [ჩინეთი] 12-პუნქტიანი გეგმა და ამან დიდი პოპულარობა გამოიწვია. ის ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს", - განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა

კირბიმ ასევე აღნიშნა, რომ, ერთი მხრივ, ეს წინადადება საკმაოდ გონივრულად ჟღერს. თუმცა, მისი თქმით, ცეცხლის შეწყვეტა ახლა, ფაქტობრივად, ადასტურებს რუსი დამპყრობლების მიერ უკრაინის ტერიტორიების აღებას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი