
სლოვაკეთი უკრაინას 13 ერთეულ MiG-29 ტიპის საბრძოლო ავიაგამანადგურებელს გადასცემს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია სლოვაკეთის პრემიერმინისტრზე, ედუარდ გეგერზე დაყრდნობით ავრცელებს.
პრემიერის განცხადებით, მთავრობამ ერთხმად დაამტკიცა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც უკრაინას Mig-29 საჩუქრად გადაეცემა.
მისივე თქმით, საბრძოლო ვერტმფრენები მხოლოდ თავდაცვითი მიზნებისთვის იქნება გამოყენებული და არა თავდასხმისთვის. Mig-29-ების სანაცვლოდ სლოვაკეთი, პარტნიორებისგან 900 მილიონ ევროს მიიღებს კომპენსაციის სახით.
უკრაინული მედიის ცნობით, თვითმფრინავები ჯერ სლოვაკეთის ტერიტორიაზეა. ჯერ უნცობია როდის ჩავლენ ისინი უკრაინაში.
სლოვაკეთის ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მოჰყვა პოლონეთის პრემიერის, ანდჟეი დუდას განცხადებას, რომ ისინი, მომდევნო დღეებში, უკრაინას 4 ერთეულ MiG 29-ს გადასცემენ.