ევროინტეგრაცია და ქვეყანაში მიმდინარე პროცესები - 3 ოპოზიციური პარტია ბრიუსელში შეხვედრებს განაგრძობს

გამოქვეყნდა:

სამი ოპოზიციური პარტია, "სტრატეგია აღმაშენებელი", "დროა" და "გირჩი - მეტი თავისუფლება" სტრასბურგის შემდეგ შეხვედრებს ბრიუსელში განაგრძობს. 

პარტიების წევრები შარლ მიშელის ოფისთან, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა ჯგუფთან და 12 რეკომენდაციაზე მომუშავე ჯგუფებთან გამართავენ შეხვედრებს. 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსების თქმით, საუბრის მთავარი თემა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი და ქვეყანაში ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენები იქნება. 

შეგახსენებთ, რომ მანამდე სამი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა შეხვედრები სტრასბურგში გამართეს, სადაც ისინი ევროპარლამენტარს და "ალდეს" პრეზიდენტს, ილჰან კიუჩუკს შეხვდნენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი