"ისტორიული გადაწყვეტილება, რომლიდანაც ისტორიული პასუხისმგებლობა დაიწყება" - პუტინი იზოლაციაში

გამოქვეყნდა:

"ისტორიული გადაწყვეტილებაა, რომლიდანაც ისტორიული პასუხისმგებლობა დაიწყება" - ომში მყოფი პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს რომ ბოროტება, სწორედ ტერორისტული სახელმწიფოს პირველი პირისგან იწყება. ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია; დასაწყისია იმისა რომ კრემლში ყველა ლიდერი ომის დანაშაულზე პასუხს აგებს, - ამაზე ხაზგასმით წერს მსოფლიოს ყველა ლიდერი. 

პუტინის რეჟიმი კი ტრადიციული რიტორიკით გამოდის, რომ თითქოს ჰააგის გადაწყვეტილება  არაფერს ნიშნავს და არც აინტერესებთ. 

საქმე ასე მარტივად სულაც არაა. 17 მარტიდან როდესაც ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი გაიცა, თვითონ პუტინიც, ყველა მისი მარიონეტიც, პროპაგანდისტიც და რუსეთიც, მძიმე იზოლაციაში ექცევა. 

"ომის დამნაშავე ვლადიმერ პუტინისთვის ხელის ჩამორთმევასა, თუ მასთან მოლაპარაკების გამართვაზე, ყველა ლიდერი 3-ჯერ მაინც დაფიქრდება" - სწორედ ეს თქვა უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს უპრეცედენტო გადაწყვეტილების შემდეგ. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი