უკრაინა რუსეთისგან უკანონოდ დეპორტირებული ბავშვების სიებს ითხოვს

გამოქვეყნდა:

უკრაინის ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა რუსეთის ადამიანის უფლებათა კომისარს ტატიანა მოსკალკოვას და ბავშვთა უფლებების კომისარს მარია ლვოვა ბელოვას, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკანონოდ გადაყვანილი ბავშვების სიების გადაცემა მოსთხოვა.

"უკრაინულ მხარეს დაუყოვნებლივ გადაეცეს ყველა ობოლი და მშობლის მზრუნველობას მოკლებული ბავშვის სიები, რომლებიც იყვნენ უკრაინის მოქალაქეები 2022 წლის 24 თებერვალს, 18 წლამდე ასაკის ჩათვლით, ახლა უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არიან და გადაიყვანეს უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის ტერიტორიაზე", - თქვა ვერეშჩუკმა.

შეგახსენებთ, პუტინთან ერთად, რუსეთის ბავშვთა საკითხების ომბუდსმენის მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერები გასცა. მიზეზი უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების გატაცებაა.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი