პრიგოჟინი ყოველდღე 800-მდე "ვაგნერელს" კარგავს - უკრაინა

გამოქვეყნდა:

კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი ყოველდღიურად 500-800 მებრძოლს კარგავს, ამიტომ მისი განცხადებები, რომ მაისისთვის კიდევ 30 ათას მებრძოლს გადაიყვანს, შეიძლება სიცრუე იყოს, - ამის შესახებ ტავრიის რეგიონის თავდაცვის ძალების ერთობლივი პრესცენტრის ხელმძღვანელმა ოლექსი დმიტრაშკოვსკიმ ეროვნული ტელემარათონის ეთერში განაცხადა. 

"ვაგნერის" PMK-ის ლიდერი ევგენ პრიგოჟინი ყოველდღიურად კარგავს 500-800 მებრძოლს, ამიტომ მისი განცხადებები, რომ მაისისთვის კიდევ 30 ათას მებრძოლს გადაიყვანს, შეიძლება სიცრუე იყოს.. საერთოდ არ უნდა გავითვალისწინოთ. ეს არის ჩვეულებრივი პრომოსკოვური მატყუარა" - თქვა მან 

გარდა ამისა, მისივე თქმით, დღეს პრიგოჟინის მთავარი ამოცანაა, თუ სად დამალოს თავისი ვაგნერის მებრძოლები. 

შეგახსენებთ, რომ პრიგოჟინმა თქვა, რომ მაისის შუა რიცხვებისთვის "ვაგნერისთვის" 30 000 დაქირავებული ჯარისკაცის დამატებას გეგმავს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი