უკრაინელებმა კიევის საჰაერო სივრცეში რუსული დრონი ჩამოაგდეს

გამოქვეყნდა:

დღეს, 20 მარტს, საჰაერო განგაშის დროს კიევის ჩრდილოეთ საჰაერო სივრცეში უკრაინამ რუსული დრონი ჩამოაგდო, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. კიევის სამხედრო ადმინისტრაცია კიევის მოსახლეობას მოუწოდებს, რომ განგაშის შემთხვევაში წინასწარ გაწერილი პროცედურების მიხედვით იხელმძღვანელონ. ​

"საჰაერო განგაშის დროს, კიევის ჩრდილოეთ ნაწილის საჰაერო სივრცეში მტრის უპილოტო საფრენო აპარატი იქნა აღმოჩენილი. სამიზნე უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით ჩვენს საჰაერო თავდაცვას! კიდევ ერთხელ მივმართავთ კიევის ყველა მაცხოვრებელს - მკაცრად დაიცავით წინასწარ გაწერილი პროცედურები საჰაერო დარტყმის საფრთხის სიგნალის მიღების შემთხვევაში. საჰაერო სიგნალის მიღებისთანავე დაუყოვნებლივ წადით უახლოეს თავშესაფარში", - წერს ადმინისტრაცია. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი