უკრაინამ ნორვეგიისგან რვა Leopard 2 ტანკი და დამხმარე მანქანა მიიღო

გამოქვეყნდა:

უკრაინამ ნორვეგიისგან რვა Leopard 2 ტანკი და დამხმარე მანქანა მიიღო,  - ამის შესახებ ნორვეგიის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. 

"ნორვეგია უკრაინას გადასცემს რვა Leopard 2 ტანკს და ოთხამდე დამხმარე მანქანას. ტანკები უკვე ადგილზეა, ხოლო პერსონალის მომზადება მიმდინარეობს პოლონეთში, ევროკავშირის ეგიდით", - ნათქვამია განცხადებაში.

ტანკების ტრანსპორტირება უკრაინაში An-124 სატრანსპორტო თვითმფრინავით განხორციელდა. გარდა რვა ტანკისა და დამხმარე მანქანისა, რომლებიც გადაიტანეს, ნორვეგია ასევე უზრუნველყოფს სახსრებს საბრძოლო მასალისა და სათადარიგო ნაწილებისთვის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი